Friday, November 14, 2008

1.პროექტის სახელი: გულისა თუ სულის ძახილი?

2.პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილეები მოიძიებენ ინფორმაციას შეგრძნებების, გრძნობების შესახებ. შეეცდებიან ჩაწერონ თავიანთი აზრი, თუნდაც ორი სიტყვით, გააკეთონ კომენტარი და კითხვების შემთხვევაში გაუზიარონ სხვებს. გაარკვევენ რა ადგილი უკავიათ, რა როლი ეკისრებათ, რისი შესაძლებლობები აქვთ, ანუ “შეიცან თავი შენი ...“

3.პროექტის სრული აღწერა: მონაწილეები და მოსწავლეები მოიძიებენ:თქმულებებს, ანდაზებს, აფორიზმებს, ფსიქოლოგიურ გამონათქვამებს, ლექსებს, სიმღერებს და ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს (მხატვრების ტილოებს, ქანდაკებებს), მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. შეეცდებიან დაალაგონ და მოაწესრიგონ ის აზრები, შთაბეჭდილებები, შეგრძნებები რაც წამში დაიბადება და შესაბამისი ფორმით (დისკუსიების, ესეების, ჩანახატების, აპლიკაციის, ვიდეო ფილმის) გადმოსცენ, რადგან უკვალოდ ქრება შემდეგ (ჩანიშვნისა და ხაზგასმის გარეშე ის გრძნობა წამში იკარგება). გაარკვევენ და განიხილავენ ადამიანის, მცენარის, ფრინველის, ცხოველის გრძნობებს, მათ შორის ურთიერთკავშირსა და განსხვავებაზე, აიღებენ ინტერვიუებს (ასაკის შეუზღუდავად) და იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე: ბუკლეტების შექმნაზე, პრეზენტაციების მომზადებაზე, ფოტო-კოლაჟზე, პიროვნების გრძნობების მიხედვით კლასიფიკაციაზე, მასზე სტატისტიკის მომზადებაზე. ასევე გულისა და სულის ძახილის თავისებურ მისეულ ინტერპრეტაციის მიცემაზე. შეადარებენ მამაკაცისა და ქალის გრძნობების სიძლიერესა და სიმრავლეზე, მათი გამჟღავნების საფეხურებზე, პიროვნების სახელის დაკავშირებას გრძნობასთან და ა.შ.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-18 წელი / 4-12 კლასი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1/05/2010 წლიდან 6/09/2010 წლამდე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე მასალის მოძიება, დისკუსიის გამართვა, ნახატების, ესეების კონკურსი, ინტერვიუები, ფილმების განხილვა, ლექსების, გამონათქვამების, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა, გრძნობების, შთაბეჭდილებებისა და ნამუშევრების (ყველანარი ფორმებით) განთავსება ბლოგში. სკოლაში გამოფენისა და პრეზენტაციის ჩვენება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გამოიმუშავებენ სასარგებლო უნარებს, როგორიცაა: დროის განაწილება, კვლევა, დაგეგმვა, ჯგუფური მუშაობა, დამატებით მასალებზე მუშაობა, ინტერვიუს აღება, აზრის გადმოცემას, დამუშავებას დახვეწას და რაც მთავარია კომპიუტერთან (მუშაობა) დაკავშირება. მათ შეეძლებათ გააკეთონ: ნახატების ალბომი, ფოტო-კოლაჟი, დაწერონ ლექსები, სიმღერები. ესეები, სტატისტიკის საფუძველზე ააგონ დიაგრამა. ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები, სხვა ადამიანის გრძნობების გაგებასა და პატივისცემაში დარწმუნდებიან. გამოუმუშავდებათ უნარი იპოვონ ადგილი ცხოვრებაში და პატივი ცენ სხვის აზრსა და გრძნობებს.

8. სარგებელი სხვებისთვის:  მოსწავლეები გარკვევენ თუ რა გრძნობები, შეგრძნებები, შთაბეჭდილებები შეიძლება გააჩნდეს ადამიანს, ფრინველს, მცენარეს, ცხოველს, შექმნიან მათზე შესაბამის თვალსაჩინოებებს, თავიანთი აზრის შესაბამისი ფორმით განათავსებენ ინტერნეტში. სკოლებში გამოფენა და პრეზენტაცია, ასევე დაარიგებენ ბუკლეტებს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგანში: ლიტერატურაში-ისწავლიან წიგნზე მუშაობას, მოიძიებენ ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში ამ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს, შეეცდებიან აღიქვან ავტორის მიერ გამოხატული გრძნობა სხვადასხვა კუთხით. გეოგრაფიაში-ქვეყნებისა, ქალაქებისა და კუთხეების მდებარეობის, კულტურის, დემოგრაფიული მონაცემებისა და ტრადიციების შესწავლით მოსწავლეები გაარკვევენ შეიძლება თუ არა ამ ნიშნის მიხედვით განვასხვავოთ ადამიანის გრძნობების მრავალფეროვნება. ბიოლოგიაში-დადგენენ გააჩნიათ თუ არა მცენარესა თუ ცხოველს ესა თუ ის გრძნობა, რა დონეზე აქვთ განვითარებული და შეადარებენ ადამიანის გრძნობებს. მათემატიკაში-დაკვირვების, შედეგების ანალიზისთვია მოსწავლეები შეეცდებიან შეაგროვონ მონაცემები, დაამუშაონ და შექმნან ცხრილები, დიაგრამები (გამოთვლიან თუ რომელი გრძნობაა უფრო გავრცელებული, უფრო საჭირო, უფრო აუცილებელი), რომლის საშუალებით აწარმოებენ მოძიებული ინფორმაციის განმარტებას. ხელოვნებაში-მოსწავლეები გაეცნობიან აღნიშნული თემატიკის ირგვლივ სხვადსხვა მხატვრების ნამუშევრებს და შექმნიან თავიანთ ნახატებს (გამოძერწავენ, სურათებს გადაუღებენ), მოაწყობენ გამოფენებს. საინფორმაციო ტექნოლოგიებში-ისტ გამოყენებით ინტერნეტში მოიძიებენ და დაამუშავებენ მასალებს, შექმნიან პრეზენტაციებს, ბლოგებს, ატვიტთავენ სურათებს ვებ-გალერეაში. გამოიმუშავებენ ანალიზისა და ძიების უნარ-ჩვევებს.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლა

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია ქარდავა

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: shakomarilevani@gmail.com

14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: shecdomatuara.blogspot.com

No comments: